სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შარმ ელ შეიხში მიმდინარე ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. „არმენპრესის“ ცნობით, საუბრის ვიდეო და ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის საუბარს შეუერთდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი, რომელმაც აღნიშნა, რომ “ძალიან გაახარა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობამ”.
როგორც სომხური გამოცემა წერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ეგვიპტეში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ას-სისის მოწვევით. შარმ ელ შეიხში ნიკოლ ფაშინიანი დღეს მიიღებს მონაწილეობას ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის სამიტში.
