სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კოპენჰაგენში ორმხრივ შეხვედრას მართავენ.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთიუნიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო ორი ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით წარწერით: „ახლა“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა დანიის სამეფოში. ნიკოლ ფაშინიანი 2 ოქტომბერს კოპენჰაგენში მიიღებს მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეშვიდე სამიტში.
ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან.
