ფაშინიანი გამოდის ახალი კონსტიტუციის შექმნის მოწოდებით

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ სომხეთს სჭირდება სრულიად ახალი კონსტიტუცია და არა საკონსტიტუციო რეფორმა, საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის დემოკრატიული ლეგიტიმურობა და სიცოცხლისუნარიანობა.
ფაშინიანი ამ ინიციატივით გამოვიდა 19 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე – მისი თქმით, ახალმა კონსტიტუციამ სომხეთი უნდა გახადოს “უფრო კონკურენტუნარიანი და სიცოცხლისუნარიანი ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში”.
“სომხეთის რესპუბლიკას უნდა ჰქონდეს კონსტიტუცია, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის ხალხი დაუჭერს მხარს, რაც არ შექმნის ეჭვების საფუძველს – ესეც მნიშვნელოვანი აქცენტია ლეგიტიმურობისა” – თქვა მან.
ფაშინიანმა დასძინა, რომ მხარს უჭერს მთავრობის საპარლამენტო სისტემას და მას სომხეთისთვის “ყველაზე შესაფერისად” მიიჩნევს.
ფაშინიანის ინიციატივამდე ერთი დღით ადრე, სომხეთის მთავრობამ ევროკავშირის დელეგაციას უამბო ქვეყანაში მიმდინარე, კონსტიტუციის განხილვის პროცესის შესახებ.
სომხეთის კონსტიტუცია 1995 წელს დამტკიცდა და ორჯერ შეიცვალა – 2005 და 2015 წლებში. მეორე შესწორების შედეგად ქვეყანა ნახევრად საპრეზიდენტოდან გადავიდა საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე.
ფაშინიანმა – რომელიც ერთ დროს ოპოციზიის ლიბერალი ლიდერი იყო და ქვეყნის სათავეში 2018 წელს, უწინდელი მმართველი ელიტის ჩამოგდებით მოვიდა – შექმნა საკონსტიტუციო რეფორმათა საბჭო, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საპარლამენტო სისტემა.
ფაშინიანის პოპულარობას მძლავრი დატყმა მიადგა ბოლო წლებში, დიდწილად მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაკარგვის გამო აზერბაიჯანთან, 2020 წლის მეორე ომით და 2023 წელს ბაქოს მხრიდან რეგიონზე სწრაფი სამხედრო ოპერაციით კონტროლის აღდგენით – მაგრამ ფაშინიანის რეიტინგი მაინც უსწრებს ოპოზიციისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა