ფაშინიანი არ გამორიცხავს სომხეთ-აზერბაიჯანის ტრანზიტისთვის საქართველოს ალტერნატივის პოვნას

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, რომლებიც ტარიფებთან არის დაკავებული და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მოგვარდება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს, 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ სომხეთს, საქართველოს გავლით, 22 ცისტერნით 1220 ტონა ბენზინი მიაწოდა.
10 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ “თბილისის სატარიფო დემარშზე პასუხად, ბაქო სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს”.
მანამდე, მედია წერდა, რომ საქართველომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტისთვის არარეალურად მაღალი ტარიფი მოითხოვა.
ამ ინფორმაციის პასუხად, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი მ გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.
ამასთან, Minval Politika-ს ინფორმაციით, განიხილება სრული საავტომობილო მარშრუტების ვარიანტიც.