ფაშინიანი აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელ ხალხს ყურბან-ბაირამს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს პირველად მიულოცა ისლამური დღესასწაული ყურბან-ბაირამი.
„ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკას და აზერბაიჯანელ ხალხს ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში.
ფაშინიანის მილოცვაზე დაწერა აზერბაიჯანულმა სამთავრობო მედიამ, სათაურით – “ფაშინიანმა აზერბაიჯანს პირველად მიულოცა ყურბან-ბაირამი”.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა, სომხეთის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. შეთანხმებული ტექსტის მიუხედავად, ჯერჯერობით, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოუწერელია. ერევანი აცხადებს, რომ ბაქოსგან ელის მზაობას.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი