ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ

ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ
ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროფესია, ასევე კონვენცია, რომელიც დიპლომატების ყოფაქცევას და მათ მისიას განსაზღვრავს და ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბებულ ჩარჩოში აქცევდა, არ მუშაობს.
„დიპლომატია, ეს დისციპლინა, მთელი ამდენი საუკუნის განმავლობაში საპატიო პროფესია, ფაქტობრივად, უფუნქციოდ არის დარჩენილი. დიპლომატიის კრიზისს მსოფლიოში ძალიან კარგად შეიძლება შევხედოთ საქართველოს მაგალითზე, სადაც დიპლომატები ერევიან „გარაჟების“ განაწილებაში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, აქ ამერიკის ინტერესებიაო, ვაკეში რომელიღაც „გარაჟიდან“ ლაპარაკობდა. ერევიან მიტინგების მსვლელობაში. აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროფესია და საერთოდ, ეს კონვენცია, რომელიც დიპლომატების ყოფაქცევას განსაზღვრავს და მათ მისიას, ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბებულ ჩარჩოში აქცევდა, არ მუშაობს. ფაქტობრივად, გაუქმებულია ეს პროფესია“, – აღნიშნა მან.
ბიძინა გიორგობიანის თქმითვე, ყველა ქვეყანა და სახელმწიფო ერთმანეთისგან განსხვავებულია და დიპლომატიური მისიები უნდა ემსახურებოდნენ ამ განსხვავებების მოდერაციას ერთმანეთთან და „არა საქართველოში გახსნილი საელჩო და მისი ელჩი მონაწილეობდეს მიტინგებში, ერეოდეს არჩევნებში და გამოირჩეოდეს იმპოზანტური ქცევით“.
„ძალიან ღრმა კრიზისშია საერთოდ ეს სფერო, განსაკუთრებით საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მთავრობამ და პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს გარკვეული შიდა ინსტრუქცია მათთვის, რომელიც იქნება სავალდებულო“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია