ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იშლება და რამდენ ჯგუფად დაიშლება, ამას დრო გვიჩვენებს – ანა ბუჩუკური გვარამიას განცხადებაზე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ს განცხადება, რომელმაც გუშინ კლინიკა “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში მიანიშნა, რომ მისი კონკურენტია. გვარამიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია თებერვლისთვის დაანონსა.
ოპოზიციის ნაწილი მას წარმატებებს უსურვებს.
“ამასთან დაკავშირებით მ უნდა გააკეთოს განმარტება ის რას გულისხმობს. მე მას მინდა ვუსურვო და ყველა ოპოზიციონერს, ჩვენს გეგმაში, რაც მე ჩამოვთვალე, ხალხისთვის რაც უნდა გაკეთდეს, ამაში ყველას წარმატებას ვუსურვებ”, – აცხადებს ენმ-ს წევრი დავით ხაჯიშვილი.
ოპოზიციის მეორე ნაწილს კი, ნიკა გვარამიას “ნაცმოძრაობასთან” დისტანცირების არ სჯერა და მიიჩნევს, რომ გამოჩნდება, თუ რა ტაქტიკა ექნება მომავლისთვის შემუშვებული.
“მე მესმის რატომ შეიძლება ცდილობდეს ან შეეცადოს მომავალში, ახლა გამოჩნდება რა ტაქტიკა ექნებათ და მომავალში რატომ შეიძლება შეეცადოს “ნაცმოძრაობისგან” დისტანცირებას, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან არადამაჯერებელია და არადამაჯერებელი იქნება. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იშლება და რამდენ ჯგუფად დაიშლება ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ საბოლოო ჯამში გვარამია იქნება თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ცნობილი პირები, რომლებიც წლების განმავლობაში, რომლებიც ფაქტობრივად იდეოლოგები და მნიშვნელოვანი გავლენიანი ადამიანები იყვნენ “ნაცმოძრაობაში”, მათი მცდელობა, რომ რაღაც “არანაცური” მოთამაშის როლი მოირგონ, არა მგონია, რომ პერსპექტიული იყოს,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს