“ფაქტია, არაფერი იცვლება” – ლებრონი ნევადას შტატში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა ოთხშაბათს ლას ვეგასში, ნევადას უნივერსიტეტში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, სროლის შედეგად კამპუსის ტერიტორიაზე მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, CNN-ი პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დამნაშავეც მკვდარია.
“პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ამ ამბავთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ყველაფერი ბრუნდება იქ, რაზედაც ადრე ვისაუბრე. ჩვენ ისევ იარაღის თემის გარშემო ვტრიალებთ, იმავე შინაარსის სიახლე ყოველ დღე, არაფერი იცვლება. სასაცილოა, წარმოუდგენელია, იარაღის შოვნა ასე მარტივად შეგიძლია, კანონმდებლობაში კი არაფერი იცვლება. ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს სასწავლებლებში,
სკოლებში, მაღაზიებში, კინოთეატრებსა და სხვა დაწესებულებებში.
ფაქტია, არაფერი იცვლება, საშინელებაა, იარაღის ფლობა უმარტივესი გახდა” – განაცხადა ლებრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ