ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა

ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა.
ირკვევა, რომ მათ ამომრჩევლთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს.
ფაქტების შემმოწმებელი პლატფორმის “ჯეოფაქტის” ინფორმაციით, ჟვანიას მიერ გავრცელებულ ქარდზე, რომელიც მეტრეველმაც გააზიარა, აღებულია საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, გამოკლებულია არასრულწლოვანი მოსახლეობა და მიღებული მაჩვენებელი შედარებულია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან. ამით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ს მონაცემები ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ გადაჭარბებულია და სინამდვილეში, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები უნდა იყოს.
“ჯეოფაქტის” განმარტებით, ამომრჩეველთა ერთიანი სია და მოსახლეობის რაოდენობა – ორი სხვადასხვა მონაცემია. “საქსტატის მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის შესახებ, ასახავს მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას. ამომრჩეველთა სია კი აერთიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს.” – ვკითხულობთ განმარტებაში, რომლის საფუძველზე, “მეტამ” ჟვანიას და მეტრეველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მანიპულაციური უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები