ფატიმე მოჰაჯერანი – ტრამპს ვურჩევდით, საკუთარი წარსული პოლიტიკის წარუმატებლობა გაითვალისწინოს

ტრამპს ვურჩევდით, რომ საკუთარი წარსული პოლიტიკის წარუმატებლობა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა განაცხადა.
„ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის კამპანიამ მიზანს ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხალხს ტვირთად დააწვა. მთავარი ქმედებები იქნება და არა სიტყვები, მაგრამ ტრამპს ვურჩევდით, რომ საკუთარი წარსული პოლიტიკის წარუმატებლობა გაითვალისწინოს“, – განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ს ადმინისტრაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებები, ფატიმე მოჰაჯერანმა აღნიშნა, რომ ირანის მთავრობა ქვეყნის ინტერესების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.
„ყველაფერს, რაც ქვეყნის ინტერესებსა და რევოლუციის ღირებულებებს უზრუნველყოფს, მთავრობა განახორციელებს“, – აღნიშნა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე – კორუმპირებული და არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის