კურორტ საირმეში მდებარე Sairme hotels & resorts -ის მმართველი კომპანიის, „კა ჯგუფის“ დამფუძნებლების ირაკლი ჭღლაძის თქმით, სასტუმროში ფასები 17%-ით არის გაზრდილი.
როგორც მან BM.GE – სთან საუბარში აღნიშნა, ამჟამად ორადგილიან სტანდარტულ ნომერში, სამჯერადი კვებით, ერთი ღამის გატარება 480 ლარი ღირს.
„საირმეში დამსვენებლების ძირითადი სეგმენტი ქართველები, დაახლოებით 61%. რაც შეეხება უცხოელებს, მათი ძირითადი ნაწილი პოსტსაბჭოთა, გალფის ქვეყნებიდან და შემდეგ ევროპიდან არიან. აღსანიშნავია, რომ საირმეში 10 სექტემბრამდე ნომრები სრულად დაჯავშნილია“, – თქვა მან.
„კა ჯგუფის“ დამფუძნებელი კურორტზე წელს განხორციელებულ პროექტებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდიანრე წელს პადელის მოედანი, ბავშვთა გასართობი სივრცე და კვადრო ტურები დაემატათ. თუმცა ინვესტიციის დასახელებისგან თავს იკავებს.
