„ფასების გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ლოგიკას ვერ ჩავწვდი, ინტელექტი არ მეყო ეტყობა“ – თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე:
„მოკლედ, შეცდომაში გაჯიუტება არ მიყვარს, საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა “გრუზინივით”. ჰოდა, საშინელი მეპატრონე ვარ მანქანის. ჩემი მანქანა ირეცხება 6 თვეში ერთხელ, ვიდრე სალონში ამოსული ია, ვარდი და ეკლის ტოტები არ შემაწუხებს, ან ვინმე ახლობელი სამადლოდ არ გამირეცხავს. 6 თვის წინ რომ გავრეცხე ჩემი SUV 8 ლარი გადავიხადე(მგონი უფრო ადრე იყო) . ახლა 35 ლარიო, დაზღვევის ფასდაკლება მაქვს და წამეშველა, მთლად 35-ს არ ვიხდი. “რა ხდება, ოქროს “პალიროვკას” უკეთებთ ამ ჩემ მანქანას”? ვეკითხები დამხვდურს-ეგო მეპატრონეს ჰკითხეო. ფასების გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ლოგიკას ვერ ჩავწვდი, ინტელექტი არ მეყო ეტყობა.“