ფასებით დაინტერესება “ოცნების” მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციაა – საბა ბუაძე

ფასებით დაინტერესება “ოცნების” მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციაა – ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, საბა ბუაძეს შეფასება. მისი თქმით, კობახიძის მიერ დაანონსებული მაღალი ფასების რეგულაცია არადამაჯერებელია, რადგან მისი ბრალდებები ბიზნესისადმი არგუმენტებს მოკლებულია.
როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში მაღალი ფასების გამომწვევი არის რაღაც ტიპის კრიმინალური კარტერული გარიგება, მან უნდა დაადასტუროს ასეთი ტიპის გარიგების არსებობა და მის ხელში მთავარი ინსტრუმენტი არის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო, რომელსაც კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონით ევალება სწორედ ასეთი შემთხვევების გამოძიება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ს, რომელიც გამოდის და ისვრის ბრალდებებს, მაგრამ ამ ბრალდებებს არ მოჰყვება არანაირი არგუმენტები, მხოლოდ რაღაც სტერილური ციფრების რახა-რუხი, რაც ნამდვილად არ წარმოაჩენს დამაჯერებლად ს ამ საკითხში და აჩვენებს იმას, რომ ფასებით მათი დაინტერესება არის არა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ვინაიდან მაღალი ფასების და მაღალი სიღარიბე ამ ქვეყანაში არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური მემკვიდრეობის ორი მთავარი მახასიათებელი, – ამბობს საბა ბუაძე.
მაღალი ფასების საქმეზე მ 24 დეკემბერს გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.
აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.