ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია 13:00 საათზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება, ამის შესახებ ინფორმაციას მედია, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველად, 21 იანვარს სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა, 23 იანვარს კი შეხვედრა დისტრიბუტორებთან გაიმართა. 26 იანვარს კომისია პროდუქციის მწარმოებლებს შეხვდა.
მიმდინარე კვირაში შეხვედრა საწვავის კომპანიებთანაც არის დაგეგმილი.




