“ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავიდან ჩამოყალიბების საქმეში” – “ქართული ოცნება” პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

“ქართული ოცნება” საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, -ს დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
“დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.
ჩვენს ერს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად, ვინაიდან მისი სულიერი წინამძღოლი სწორედ ილია მეორეა. მისი უწმინდესობა, აღსაყდრებიდან 46 წლის შემდეგაც დაუღალავად შრომობს ქართველი ხალხის სულიერების და ზნეობის განმტკიცებისთვის.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავიდან ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან სწორედ მისმა სიბრძნემ, ზნეობის, სიყვარულისა და ღირებულებებისადმი ერთგულების მაგალითებმა შეუწყო ხელი ქართველი ერის რწმენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და საქართველოს ეკლესიის სათავეში კიდევ მრავალი წელი ყოფნას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ,”- წერია “ქართული ოცნების” გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას