აზერბაიჯანის პრეზიდენტის ლიხმა ალიევის მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების პრობლემურ საკითხებზე, ასევე იმაზე, რეალურად რა ხდება დღეს ზანგეზურის კორიდორში, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ერევნის მტკიცება, რომ ამ კორიდორის თემა აღმოჩნდა ის საკვანძო საკითხი, რის გამოც აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები დრო და დრო რთულდება, ასევე იმაზე, ახლა რა ვითარებაა ყარაბაღში, „ინტერპრესნიუსი“ სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს, ფარხატ მამედოვს ესაუბრა.
– ბატონო ფარხატ, ბოდიშს გიხდით, რომ კონფერენციის მსვლელობისას გაწუხებთ, მაგრამ, გვინდოდა თქვენგან მოგვესმინა პრეზიდენტ ალიევის მოსკოვში ვიზიტის შედეგები.
რადგან ვიზიტი დასრულებულია და მის შედეგებზე საუბრის დროა გკითხავთ – რა იყო პრეზიდენტ ალიევის მოსკოვში ვიზიტის მიზანი და სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება ამ ვიზიტის შედეგები აზერბაიჯანისთვის?
– პრეზიდენტ ალიევის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აზერბაიჯანიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ, რაც აზერბაიჯანისთვის და და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმას, რომ მომავალში თეორიულადაც წამოიჭრას ყარაბაღის საკითხი. ამ გადაწყვეტილებით უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ყარაბაღის თემა ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულია.
აზერბაიჯანიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობაა ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობისთვის. ახალი პერსპექტივები იხსნება და ახლა ამ თემებზე უნდა იმსჯელონ დაინტერესებულმა მხარეებმა.
აზერბაიჯანიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობაა ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობისთვის. ახალი პერსპექტივები იხსნება და ახლა ამ თემებზე უნდა იმსჯელონ დაინტერესებულმა მხარეებმა
ამ ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ჩრდილოეთ – სამხრეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების თემასთან დაკავშირებული საკითხები. ამ სატრანსპორტო კომუნიკაციას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი. ახლა განიხილება აზერბაიჯანის მხრიდან ამ კომუნიკაციის გამტარუნარიანობის შესაძლებლობები და მათი გადაჭრის გზები.
– მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი ყარაბაღისთვის 2020 წელს დასრულდა, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის არანაირი აუცილებლობა არ იყო, მათი გასვლის თემა ახლა გახდა აქტუალური, მიუხედავად იმისა, რომ მათი გასვლა 2025 წლისთვის იყო ნავარაუდევი.
ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გასვლის საკითხი ახლა რატომ გახდა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დღის წესრიგის აქტუალური თემა?
– 2020 წლის სამმხრივი ერთობლივი განცხადების თანახმად რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2025 წლის მაისში უნდა მომხდარიყო. რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანიდან ერთი წლით ადრე გავიდნენ. აზერბაიჯანი რუსი სამშვიდობოების ერთი წლით ადრე გასვლას მიესალმა.
– ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო კორიდორთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს რკინიგზით ირანს დააკავშირებს ახალი რაა?
– ის იდეები, რომელიც რუსეთის ირანთან რკინიგზით დაკავშირებას ითვალისწინებდა და 20 წლის წინ გამოითქმებოდა, ახლა ხდება ამ იდეის რეალიზაციებისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღება.
2022 წლის შემდეგ, როცა რუსეთს შეექმნა დასავლეთის ბაზრებზე გასვლის პრობლემები, მოსკოვში აქტიურად დაიწყეს სხვა ალტერნატიული ჩრდილოეთ-სამხრეთის გზებზე ფიქრიც და ზრუნვაც. ანუ, აზერბაიჯანის გავლით რუსული ტვირთების ირანში გადატანაზე მსჯელობა.
აზერბაიჯანში ამისთვის არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელზეც მუშაობის დაწყება იყო აუცილებელი. აზერბაიჯანსა და ირანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა სსრკ-ს დროსაც არ იყო. ახლა მიმდინარეობს იმ მონაკვეთზე მუშაობა, რომლითაც აზერბაიჯანი ირანს რკინიგზით დაუკავშირდება, მშენებლობას რუსეთი აფინანსებს. აზერბაიჯანიდან დაწყებულია რკინიგზის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს ირანს დააკავშირებს. ამ 160 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ, მშენებლობა უწყვეტად მიმდინარეობს
აზერბაიჯანი ირანს რკინიგზით დაუკავშირდება, მშენებლობას რუსეთი აფინანსებს. აზერბაიჯანიდან დაწყებულია რკინიგზის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს ირანს დააკავშირებს. ამ 160 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ, მშენებლობა უწყვეტად მიმდინარეობს
ბოლო ორი წელია რუსული ტვირთები ირანში და ირანიდან რუსეთში ყოველწლიურად 30%-ით იზრდება. ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა მოითხოვს აზერბაიჯანის სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდას.
– თუ რკინიგზის ამ მონაკვეთის მშენებლობა მხოლოდ ახლა მიმდინარეობს, რუსეთსა და ირანს შორის ტვირთები ყოველწლიურად 30 %-ით როგორ იზრდება?
– აზერბაიჯანის მხრიდან რკინიგზა მიდის ქალაქ აშტარამდე, იქიდან ხდება ტვირთების ირანში საავტომობილო გზით გადაზიდვა.
აზერბაიჯანის მხრიდან რკინიგზა მიდის ქალაქ აშტარამდე, იქიდან ხდება ტვირთების ირანში საავტომობილო გზით გადაზიდვა
აზერბაიჯანი ირანს რკინიგზით 2-3 წელიწადში დაუკავშირდება. სპეციალისტების თქმით ამ პროექტის დასრულებას სწორედ ამდენი დრო დასჭირდება.
– რა ხდება ზანგეზურის კორიდორში?
– აზერბაიჯანი აგრძელებს რკინიგზის მშენებლობას სომხეთამდე. აზერბაიჯანის პირობები ასეთია – აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორზე, რომელიც ნახჭევანამდე მიდის ითხოვს ამ მონაკვეთზე საერთაშორისო კონტროლის მექანიზმის შექმნას. ანუ, ამ კორიდორზე ტვირთების მოძრაობაზე კონტროლის არანაირი უფლება სომხეთს არ უნდა ჰქონდეს. ამაზე სომხეთი უარს ამბობს, ამიტომ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით არანაირი სიახლე და დინამიკა არ არსებობს და არც შეიმჩნევა.
აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორზე, რომელიც ნახჭევანამდე მიდის ითხოვს ამ მონაკვეთზე საერთაშორისო კონტროლის მექანიზმის შექმნას. ანუ, ამ კორიდორზე ტვირთების მოძრაობაზე კონტროლის არანაირი უფლება სომხეთს არ უნდა ჰქონდეს. ამაზე სომხეთი უარს ამბობს, ამიტომ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით არანაირი სიახლე და დინამიკა არ არსებობს და არც შეიმჩნევა
– ერევანში საუბრობენ იმაზე, რომ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები იმის გამო მოახდინა, რომ მოსკოვი ერევნისაგან ითხოვდა ზანგეზურის კორიდორზე კონტროლზე პასუხისმგებელი რუსეთი ყოფილიყო.
რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები, ანუ ის, რომ ზანგეზურ კორიდორზე კონტროლი რუსებს უნდოდათ?
– 2020 წლის ომის შედეგებზე ხელმოწერილ ერთობლივ სამმხრივ განცხადებაში ნათლად წერია, რომ ზანგეზურის კორიდორზე კონტროლი რუსებს უნდა განეხორციელებინათ.
ამ ერთობლივ განცხადებაზე ხელი აქვს მოწერილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და მასვე აქვს აღებული მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
2020 წლის ომის შედეგებზე ხელმოწერილ ერთობლივ სამმხრივ განცხადებაში ნათლად წერია, რომ ზანგეზურის კორიდორზე კონტროლი რუსებს უნდა განეხორციელებინათ
ამ შეთანხმებაზე თავისი ხელმოწერა უკან არავის წაუღია, შესაბამისად მისი მუხლებიც ძალაშია.
– ბრძანეთ, რომ ზანგეზურის კორიდორი საერთაშორისო კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სხვა ორი ქვეყნის, ამ შემთხვევაში სომხეთსა და ირანს შორის არსებული 40 კილომეტრიანი საზღვრის რუსეთის მიერ გაკონტროლება?
– ირან-სომხეთის საზღვარს ახლა აკონტროლებს რუსეთი. ამ საზღვარს სსრკ-მდე რუსეთის იმპერია აკონტროლებდა, შემდეგ სსრკ. 30 წელზე მეტია ახლა რუსეთი აკონტროლებს და ასეთი ვითარება კარგა ხანს იქნება…
– ერევანი ამბობს, რომ სომხეთი დაიწყებს რუსი მესაზღვრეები სომხეთიდან გაყვანის პროცესს…
– სომხეთი ამბობს, რომ ისინი რუსი მესაზღვრეების გაყვანას სომხეთიდან დაიწყებენ ერევნის აეროპორტიდან…
– აეროპორტიდან დავიწყებთო და შემდეგ ეტაპობრივად სხვა ადგილებიდანაც გავიყვანთო რუს მესაზღვრეებს…
– კი ამბობენ, მაგრამ, დღეისათვის ფაქტია, რომ სომხეთ-ირანის საზღვრის ამ მონაკვეთზე რუსი მესაზღვრეები დგანან. რამდენ ხანს იქნებიან სომხეთ-ირანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები, ეს სომხეთის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. სომხები ბევრს კი ლაპარაკობენ, მაგრამ ცოტა რამეს თუ აკეთებენ.
რამდენ ხანს იქნებიან სომხეთ-ირანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები, ეს სომხეთის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. სომხები ბევრს კი ლაპარაკობენ, მაგრამ ცოტა რამეს თუ აკეთებენ
სომხეთ-ირანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები ყოფა-არყოფნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ურთიერთობა ექნება სომხეთს რუსეთთან. დღეს ისინი იქ არიან და რამდენადაც ვიცი, მათი იქ ყოფნაზე მხარეები შეთანხმებული არიან ორმხრივი შეთანხმებით. ამ შეთანხმებით 2044 წლამდე რუსი სამხედროები სომხეთში იქნებიან.
– როგორც სომეხი ექსპერტები ამბობენ, რუსი სამხედროების სომხეთში 2044 ყოფნა რუს სამხედროებს ეხება და არა მესაზღვრეებს.
მათივე მტკიცებით, რუსი მესაზღვრეების სომხეთში ორმხრივი შეთანხმებით დგანან და თუ მიმღებმა მხარემ მოითხოვა მათი გაყვანა, ისინი უნდა გავიდნენ…
– მეც ხშირად მესმის სომხების მხრიდან ამაზე საუბარი, კი ბატონო, მაგრამ, ჩვენი პოზიცია ასეთია – სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, ჩვენ და სხვაც დააყენონ იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე. ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს.
სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, ჩვენ და სხვაც დააყენონ იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე. ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
– ახლა რა ვითარებაა ყარაბაღში?
– ყარაბაღში მიმდინარეობს მშენებლობები, ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა და დევნილები ბრუნდებიან. „დევნილთა დიდი დაბრუნების“ პროექტი მუშაობს.
– რაც შეეხება ყარაბაღში სომხურ მოსახლეობას, მახსოვს აზერბაიჯანული მხარე ამბობდა, რომ ყარაბაღელ სომხებს შესთავაზებდა ისეთი პირობების შექმნას, რომ ისინი ყარაბაღში დარჩენილიყვნენ. ახლა რამდენი სომეხია დარჩენილი ყარაბაღში?
– სხვადასხვა მონაცემებია. ცოტა ხნის წინ 100-მდე სომეხი მოქალაქე იყო დარჩენილი ყარაბაღში. ისინი მუდმივად მოძრაობენ, ხან მიდიან, ხან მოდიან.
ერთ-ერთი სომხეთში გადასული მოქალაქე სომხებმა აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. რამდენადაც ვიცი, ახლა ყარაბაღში 20-მდე სომეხი ეროვნების მოქალაქეა დარჩენილი.
ცოტა ხნის წინ 100-მდე სომეხი მოქალაქე იყო დარჩენილი ყარაბაღში. რამდენადაც ვიცი, ახლა ყარაბაღში 20-მდე სომეხი ეროვნების მოქალაქეა დარჩენილი
– სომხეთმა აზერბაიჯანს აზერბაიჯანის გაზაკის რაიონში 4 სოფელი გადასცა. ამ სოფლებში დარჩენილ სომეხ მოსახლეობას ახლა რომელი ქვეყნის პასპორტები აქვთ?
– ამ სოფლებში სომხები არ ცხოვრობდნენ, ეს აზერბაიჯანული სოფლები პრაქტიკულად დაცარიელებული იყო. სომხეთის სომეხი მოქალაქეები აზერბაიჯანის გაზაკის რაიონის მოსაზღვრე სოფლების სახნავ მიწებსა და საძოვრებს იყენებდნენ.
– ანუ, ამ სოფლებშიც დაიწყება დევნილი აზერბაიჯანელების დაბრუნება…
– დიახ, რა თქმა უნდა.
– თქვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე ბაქოს კონტროლი აღადგინა, სავარაუდოდ, რამდენი დევნილი ოჯახი დაბრუნდა ყარაბაღში?
– ჩემი ინფორმაციით ყარაბაღში 35 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დაბრუნდა. როგორც კი სრულდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღდგენითი სამუშაოები ყარაბაღში ბრუნდებიან ამ ტერიტორიებიდან დევნილი აზერბაიჯანელები. დღე არ გავა, რომ ყარაბაღში 10-15- 20 ოჯახი არ დაბრუნდეს. ამ პროცესს პერმანენტული ხასიათი აქვს მიღებული.
ყარაბაღში 35 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დაბრუნდა. როგორც კი სრულდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღდგენითი სამუშაოები ყარაბაღში ბრუნდებიან ამ ტერიტორიებიდან დევნილი აზერბაიჯანელები. დღე არ გავა, რომ ყარაბაღში 10-15- 20 ოჯახი არ დაბრუნდეს. ამ პროცესს პერმანენტული ხასიათი აქვს მიღებული
იმ სოფლებში, რომელიც სომხეთმა სულ ახლახან გადასცა აზერბაიჯანს, იქაც დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და წლის ბოლოს ამ სოფლებშიც დაბრუნდებიან თავის სახლებში აზერბაიჯანელი დევნილები.
– სავარაუდოდ, როდის შეიძლება ველოდოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას?
– როდის მოეწერება ხელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, ეს დამოკიდებულია სომხეთის ხელმძღვანელობაზე. მხარეებს შორის დარჩენილია საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია. თუ ერევანი ბაქოს წინადადებებს მიიღებს, ჩვენ მზად ვართ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად.
– შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხები, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას?
– სომხეთი აცხადებს, რომ ისინი ხელმძღვანელობენ ალმა-ატის დეკლარაციით, ამ დეკლარაციის შესაბამისად ორმხრივ კომისიას აქვს დაწყებული მუშაობა და ვნახოთ რა შედეგები გვექნება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში.
თუ სომხეთს სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხებში უნდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მოგვარდეს, სომხეთმა უნდა მიიღოს აზერბაიჯანის პირობები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლის შეთანხმებაზე ხელმოწერას გახლავთ ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთის კონსტიტუციაში და საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანა.
თუ სომხეთს სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხებში უნდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მოგვარდეს, სომხეთმა უნდა მიიღოს აზერბაიჯანის პირობები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლის შეთანხმებაზე ხელმოწერას გახლავთ ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთის კონსტიტუციაში და საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანა
მხედველობაში მაქვს ის საკითხები, რომლითაც სომხეთს ყარაბაღთან დაკავშირებით აქვს მიღებული გადაწყვეტილებები. სომხეთის კანონმდებლობაში ყარაბაღი დღემდე რჩება სომხეთის შემადგენლობაში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი