ფარცხალაძე: ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს

რუსული გამოცემა MK.RU ოთარ ფარცხალაძის ინტერვიუ აქვეყნებს.

რუსეთის სამთავრობო წრეებთან დაახლოებული გამოცემა, წერს რომ ფარცხალაძე მათ პირადად ესაუბრა.

“ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს”, – ციტირებს ოთარ ფარცხალაძეს გამოცემა MK.RU.

მე მდევნიან, შეკერილი საქმით, მაბრალებენ იმას რაც არ ჩამიდენია. ცდილობენ ჩამომაშორონ ჩემს ისტორიულ სამშობლოს. საერთაშორისო დანაშაულებრივმა გაერთიანებამ გამოაცხადა ჩემზე ნადირობა. მე არ მეშინია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ გზა, რომელიც მე ავირჩიე სწორია,” – აცხადებს ფარცხალაძე რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

ფარცხალაძის თქმით დადგა, დრო ხალხმა დაინახოს ვინ ხლართავს ინტერიგებს უცხოელი პატრონების დავალებით.

ქართველმა ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და დაინახოს, ვინ მოქმედებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე, და ასევე, ვინ ხლართავს ინტრიგებს, ვინ ემსახურება უცხოელ ბატონებს და ანადგურებს ჩვენს იდენტობას, ცხოვრების წესსა და ერთიანობას,” – თქვა მან. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა