ფართომასშტაბიანი ბრძოლები და შეტაკებები ჰამასთან კვლავ გრძელდება ღაზაში – ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ოპერაციას ღაზას სექტორში.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახმელეთო ჯარებსა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, სამხედროები ახორციელებენ დარტყმებს ტერორისტული ჯგუფის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
ბრძოლა გრძელდება მას შემდეგ, რაც და „ჰამასი“ შეთანხმდნენ დროებით ზავზე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მძევლების გათავისუფლება.
IDF აცხადებს, რომ მე-7 ჯავშანტექნიკამ ღამით რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა „ჰამასის“ ობიექტებზე. იმავდროულად, გივატის ქვეითი ბრიგადის ჯარებმა გაანადგურეს „ჰამასის“ რამდენიმე სადამკვირვებლო პუნქტი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო