“ფარდებიანი პოლიცია” – “გაყინული ბოთლი მირტყეს, მეუბნებოდნენ რომ “პადვალში” ჩამიყვანდნენ” – ლუკა დევდარიანი

სამოქალაქო აქტივისტი ლუკა დევდარიანი, რომელიც ორი დღის წინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს, პოლიციას ძალადობაში ამხელს.
“ჩამტენეს მანქანაში და იქ მივიღე დაზიანება. ცივი ბოთლით – გაყინული ბოთლით – ბეჭებში მირტყეს. ერთი-ორმა თავში ჩამარტყა. მერე ჩქმეტა დამიწყეს და რომ მტკიოდა, მეც გავკარი ხელი. მანქანაში ფარდები გადმოწიეს, რომ ხალხს არ დაენახა და მერე მიმიყვანეს განყოფილებაში. “პადვალში” ჩაგიყვანთო და იქ მაგრად გცემთო,“ – თქვა დევდარიანმა „პირველებთან“.
ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დევდარიანი 500 ლარით დააჯარიმა. ის პირველი აქტივისტია, რომლის საქმეზეც დღეს გადაწყვეტილება გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ პოლიცია რომ აღჭურვილიყო სამხრე კამერებით, უზარმაზარი ფული დაიხარჯა. არადა, სასამართლო პროცესებზე, პროკურატურა, უმეტესად, სამხრე კამერების ჩანაწერების გარეშე ცხადდება. ამჯერად, სამხრე კამერის გამორთვის გარდა, როგორც ლუკა ჰყვება, საქმეში, ფარდებიც ჩაურთავთ. პარადოქსია, მაგრამ ფარდების ჩამოფარების პარალელურად, “გამჭვირვალობის” კანონი ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების რისკის ფასად ნარჩუნდება.
სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება სხვა დაკავებული აქტივისტების პროცესები. მათ შორის უმრავლესობა ქალებია, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავების დროს დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ