ფარბმანი ტვ იმედზე: ასეთ სიბინძურეს არ ვპასუხობ, თუმცა ვგრძნობ, რომ გამოხმაურება საჭიროა

Edison Reasearch-ის ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფარბმანი Facebook-ზე ტვ იმედის სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს სიბინძურეს არასოდეს პასუხობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმედი სამთავრობო არხია გრძნობს, რომ გამოხმაურება საჭიროა.
“ედისონმა -ის არჩევნებშიც ააცილა”, – წერს ტვ იმედი.
ფარბმანი აღნიშნავს, რომ განსხვავება საქართველოსა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შორის ის არის, რომ შეერთებული შტატების გაყალბებისგან თავისუფალი იყო.
“Edison Research-ის შედეგები გამოკითხვის დახურვის დროს – 50% ტრამპი, 50% ჰარისი – იყო. ამასთან, Edison-მა სამშაბათიდან მოყოლებული 600-ზე მეტი სხვადასხვა დაპირისპირების გამარჯვებული დაასახელა და არც ერთხელ არ შემცდარა. განსხვავება საქართველოსა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შორის ის არის, რომ შეერთებული შტატების არჩევნები გაყალბებისგან თავისუფალი იყო”, – წერს Edison Reasearch-ის ვიცე-პრეზიდენტი.