ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – როცა კონგრესმენები ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს

ვალერი გელაშვილი – გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდი, მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?