ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლისა და ნამქერის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი--ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია