ფანტასტიკური დონარუმა – ესპანეთმა იტალიას მხოლოდ 1:0 სძლია [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში ესპანეთმა იტალია 1:0 დაამარცხა და ვადამდე გავიდა პლეი-ოფში.
„ფურია როხა“ ინიციატივას ფლობდა, უტევდა, მეტოქეს გაცილებით სჯობდა, მეკარე დონარუმამ „სკუადრა აძურა“ რამდენიმეჯერ იხსნა, შესვენების შემდეგ კი უილიამსის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კალაფიორიმ ჩაჭრა. მერე უილიამსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დონარუმამ კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ბოლოს თავადაც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ იტალიამ გატანა ვერ შეძლო.
ესპანეთი 6 ქულით ლიდერია, იტალია 3 ქულით მეორე ადგილზეა, ალბანეთს და ხორვატიას კი თითო-თითო ქულა აქვთ.
ამ ჯგუფში ბოლო ტური
24 ივნისს გაიმართება – ესპანეთი ალბანეთს, ხოლო იტალია ხორვატიას დაუპირისპირდება.
ესპანეთი – იტალია 1:0
გოლი: კალაფიორი (55, საკ. კარში)