ფავლენიშვილი მელიას წასვლაზე: ეს იყო ბრაზით და ამბიციით ნაკარნახევი გადაწყვეტილება

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა, ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ ჩვენ წარმატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის რიგებში და დღის წესრიგში ბატონი ნიკა არ განიხილება უკვე თვეებია თავისივე გადაწყვეტილების გამო.
როცა ზე ვსაუბრობ, ასევე მისი გარემოცვის წევრები, მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ასევე თვეების მანძილზე ბოიკოტს უცხადებდნენ პარტიულ პროცესს, მიუხედავად სააკაშვილის მოწოდებებისა, მიუხედავად ჩვენი შეთავაზებებისა და ღია კარისა, მათ შორის პოლიტსაბჭოს ღია კარისა […] ამიტომ მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, გასაგები იქნება გადაწყვეტილების იგივე მიღება.