ფაბრიციო რომანო: ოსიმენის შესახებ სიმართლეს გეტყვით

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ SOS Fanta-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
“ოსიმენს ინტერვიუები არ ხიბლავს, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას, ვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. საჯაროდ ამდენი საუბარი მას არ ეხმარება.
150%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად ვიქტორს კონტრაქტი არცერთ გუნდთან შეუთანხმებია. მან რამდენიმე დღის წინ უბრალოდ განაცხადა, რომ ზაფხულში “პარტენოპეის” დატოვებს, ეს ისედაც ვიცოდი, როცა “ნაპოლისთან” ხელი ახალ კონტრაქტს მოაწერა.
დღესდღეობით მან და მისმა აგენტმა არ იციან სად გაგრძელდება ნიგერიელის კარიერა. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ზაფხულში “ნაპოლის” დატოვებს”, – განაცხადა რომანომ.
შეგახსენებთ,
ოსიმენი “პარტენოპეის” 2020 წელს, “ლილიდან” შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში