ფაბრიციო რომანო: ლინგარდი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა

ჯესი ლინგარდი შესაძლოა, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვიხილოთ, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “სეულში” გადასვლით თავად ინგლისელია დაინტერესებული და სამხრეთ კორეაში მიემგზავრება, რათა კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.
შეგახსენებთ, ლინგარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია. სხვადასხვა დროს კი “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ბრაიტონის”, “დერბის” “ვესთ ჰემისა” და “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში