ფაბრიციო რომანოს განცხადებით, მამარდაშვილი ერთი სეზონი „ბორნმუთში“ ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს განცხადებით, მამარდაშვილი ერთი სეზონი „ბორნმუთში“ ითამაშებს
„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის დამატება გადაწყვიტა, ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით პრემიერლიგის „ბორნმუთში“ ითამაშებს – ამის შესახებ ფაბრიციო რომანო კიდევ ერთ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„უკვე ნათელია „ლივერპულის“ პოტენციური გეგმა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით: ის ერთი სეზონი „ბორნმუთში“ ითამაშებს. მამარდაშვილი „ლივერპულს“ ოფიციალურად მხოლოდ 2025 წლიდან, ანუ მას შემდეგ შეუერთდება, როდესაც გუნდს ალისონ ბეკერი დატოვებს. გიორგი უკვე დათანხმდა „ლივერპულის“ გეგმას და პირადი კონტრაქტის პირობებს. ახლა ყველაფერი კლუბებმა უნდა შეათანხმონ“. – წერს იტალიელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ გიორგიმ „ლივერპულთან“ პირად კონტრაქტი შეათანხმა: „მამარდაშვილს „ლივერპულში“ გადასვლა სურს, თუნდაც ერთი ან ორი სეზონის სხვა გუნდში გატარება მოუხდეს. „ბორნმუთი“ მზადაა, ქართველი მეკარე იჯარით დაიმატოს. ალისონ ბეკერის წასვლის შემდეგ კი მამარდაშვილი „ლივერპულის“ პირველი მეკარე გახდება“.
1tv.ge