ფაბრიციო რომანომ “მამარდას” “ლივერპულში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემა Relevo-მ დაწერა, რომ ქართველის დამატებას “ლივერპული” განიხილავდა და “ღამურებთან” აქტიურ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ.
რომანომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ “სქაუზერებს” “ვალენსიას” კარის დარაჯთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
“ლივერპულს” გიორგი მამარდაშვილის გაფორმების შანსი ნამდვილად აქვს, ასევე ინგლისელები განიხილავენ იმ ვარიანტსაც, რომ ქართველი იჯარის წესით, ერთი სეზონით “ვალენსიაში” დატოვონ. ჯერჯერობით “მერსისაიდელებს” საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. თავად მამარდაშვილს “ლივერპულში” გადასვლა ძალიან სურს”, –
განაცხადა რომანომ.
შეგახსენებთ, ესპანური გამოცემების ცნობით, “ვალენსია” ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-დან 40 მილიონ ევრომდე ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში