ფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
77 წლის მენეჯერმა ასეთად თანამემამულე კარლო ანჩელოტი ცნო და აღნიშნა, რომ ის ძალიან ჭკვიანია.
“კარლო მსოფლიოში პირველი ნომერია. სადაც კი იმუშავა, ყველგან გაიმარჯვა. ძალიან რთულია, იმდენი მოგება დააგროვო, რაც ანჩელოტიმ შეძლო.
რა არის მისი წარმატების საიდუმლო? – ის ჭკვიანია! ერთი სისტემა არ აქვს და ყველაფერი იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომლებიც გუნდში ჰყავს. ყოველთვის ერთ სტილში ვერ ითამაშებ”, – ციტირებს კაპელოს Marca.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში