გუშინ, 10 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, მადრიდული დერბი შედგა. “რეალმა” “ატლეტიკო” 5:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. გამარჯვებულის გამოსავლენად კი დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.
შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე მარიო ერმოსომ გახსნა, რუდიგერმა სხვაობა აღადგინა, 29-ე წუთზე კი ფერლან მენდიმ “რეალი” წინ გაიყვანა. 37-ე წუთზე გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმიც ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, 78-ე წუთზე რუდიგერმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა, 85-ე წუთზე კი დანი კარვახალმა სხვაობა აღადგინა და მატჩი დამატებით დროში
გადავიდა.
116-ე წუთზე კარვახალის კარგი თამაშის წყალობით “რეალი” სავიჩის ავტოგოლით წინ გავიდა, 120+2 წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ბრაჰიმ დიასმა დააფიქსირა.
“ბლანკოსის” მეტოქე ფინალში დღეს “ბარსელონასა” და “ოსასუნას” შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალური მატჩი თბილისის დროით 23:00 დაიწყება.