უხერხულიცაა, სტრატეგიული შეხვედრის ორგანიზება გააკეთო პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, ზურაბიშვილმა შეიძლება, შემოიტანოს საკითხები, რომლებიც მას არც ეხება – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკიმ განმარტა, თუ რატომ არ დაორგანიზდა ს შეხვედრა ფაშინიანთან.
“არის ფორმატი, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას, პოზიციების გაზიარებას. ეს ფორმატი არსებობს და არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავად ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტში, დღესდღეობით, ფორმალურად არსებობს.
ცოტა უხერხულიც არის, როცა სერიოზულ, მაღალი დონის სტრატეგიულო თემებზე საუბრობ, შეხვედრის ორგანიზება გააკეთო იმ ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, რომელსაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია და გადაიტანო ყურადღება იმ თემებზე, რომლებიც, შესაძლოა, უცებ წარმოეშვას სალომე ზურაბიშვილს, სასაუბროდ შემოიტანოს საკითხები, რომლებიც მას პირადად არც ეხება. ასე რომ, ამას ნუ დავარქმევთ პიროვნულ დამოკიდებულებას, რეალური სურათი ასეთია,” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს ვიზიტს ეხმარება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, “სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში”.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები