უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხვდეს ხელისუფლებისგან

უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხვდეს ხელისუფლებისგან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჩაწერილ ძველ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დასმულ შეკითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს თუ არა პირდაპირ დიალოგს რუსეთის ხელისუფლებასთან, ბურჭულაძე პასუხობს: „ეს გუნდის გადასაწყვეტია.
ჩემი აზრით საჭიროა პირდაპირი დიალოგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვყავდეს ის შუამავალი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი საუბრისა, მაგრამ პირდაპირი საუბარი უნდა იყოს“. „მინიმუმ უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხვდეს ხელისუფლებისგან…“- წერს ანანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს