თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.
გადაადგილება შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით – მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
არსებული ინფორმაციით ერთ საათში, დაახლოებით დილის 9 საათზე ოპოზიციის ლიდერები განცხადებას გააკეთებენ და საზოგადოებას სამომავლო გეგმას გააცნობენ.
მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით განმავლობაში საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით ამარაგებდნენ.
კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი გადაკეტეს. მათ 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან.