უწყვეტი პროტესტის 355-ე დღეს თბილისში აქცია და მარში ისევ მოეწყო

17 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის 355-ე დღეს, თბილისში აქცია და მსვლელობა ისევ გაიმართა.
მოქალაქეები ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით მარჯანიშვილის მოედნისკენ გაემართნენ.
მარშის მონაწილეები ილიას სახლ-მუზეუმთან შეჩერდნენ და “ჩემო კარგო ქვეყანა” შეასრულეს.
მარჯანიშვილის მოედნიდან კი, აღმაშენებლის გამზირის გავლით, მოქალაქეები უკან, რუსთაველის გამზირისკენ გაბრუდნენ.
რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი საპროტესტო მსვლელობა პრეზიდენტის სასახლესთან შეჩერდა, სადაც დემონსტრანტებმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.