უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და სხვა 7 ქალაქში

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობები იმართება. ორგანიზატორები ხელისუფლების გადადგომას, “მიტაცებული ძალაუფლების” დათმობას და “რეჟიმის ტყვეების” გათავისუფლებას მოითხოვენ.
18:00 საათზე დევიზით „ხალხი წყვეტს!“ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ მთავრობის კანცელარიასთან.
“200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის – ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა. სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების. გამოდი და თქვი – წყვეტს! მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას! “პარლამენტმა” და “მთავრობამ” დათმოს მიტაცებული ძალაუფლება! გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!”, — ნათქვამია ორგანიზატორების მერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო აქციები იმართება:
· თბილისში
დროშების მარში – რესპუბლიკის მოედნიდან
პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
“პროტესტის ხმა: თავისუფლებამდე რუსთაველით” — პირველ სკოლასთან
აქცია პარლამენტთან
· გორში
გორის სარებულოს წინ – „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი !“
· ახალციხეში
აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან.
· ბათუმში
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან: „სამშობლოს სამსახურში!“
· ზუგდიდში
აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – სამხარეო ადმინისტრაციის წინ.
· თელავში
უწყვეტი პროტესტი თელავში – მერიის შენობის წინ.
· ქუთაისში
აქცია ქუთაისის მერიის წინ – „კი ევროპას, არა რუსეთს!“
· ჩხოროწყუში
აქცია ჩხოროწყუს მერიის წინ – „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“