უწყვეტი პროევროპული პროტესტის დასაწყისიდან ერთი წლის თავზე აქციები გრძელდება

დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კკობახიძის განცხადებიდან, – რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრებისათვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში, – და უწყვეტი ანტისამთავრობო, პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან.
ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში დღეს საღამოს, 28 ნოემბერს 19:00 საათიდან დაიწყო საპროტესტო მსვლელობები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან.
რვა საათისათვის მსვლელობის სხვადასხვა ტალღა ფილარმონიასთან შეერთდა და ერთად გააგრძელა მსვლელობა რუსთაველის გამზირის.
აქციაში მონაწილეობენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები (გარდა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიისა, „საქართველოსთვის“); ასევე, მონაწილეობს მეხუთე პრეზიდენტი .
დღეს საერთო განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ „ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი რეპრესიები მოუწყო საკუთარ ხალხს“:
· „160-მდე მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება;
· 300-მდე აქციის მონაწილე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
· 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით;
· 1000-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა პოლიტიკური მოტივებით;
· 400-მდე შემთხვევაა ჟურნალისტების დაპატიმრების, ცემისა და შევიწროების
· მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ ფუნქციონირება“.
არასამთავრობოების განცხადებითვე, დღეს მილიარდერი ს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში:
· „აპატიმრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აპირებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას;
· დევნის სამოქალაქო საზოგადოებას და სჯის სოლიდარობას და თანაგრძნობას;
· ცლის სახელმწიფო ინსტიტუტებს პროფესიონალებისა და კეთილსინდისიერი მოხელეებისგან“.
აქციამდე ათობით ქართველმა დიპლომატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა – მათი შეფასებით, პარტიაში მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებაა და ამავდროულად, აფერხებს ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას.
დიპლომატები, რომელთა შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, აცხადებენ, რომ დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუეა, თითქოს ვინმე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების სანაცვლოდ, სუვერენიტეტის დათმობას ან „მეორე ფრონტის“ გახსნას სთხოვდა საქართველოს.
„ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბერის გადაწყვეტილებამ გამოაცოცხლა იმ დროისთვის უკვე მინავლებული საპროტესტო განწყობები.
ნოემბერ-დეკემბერში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ევროპის გზაზე დაბრუნების მთავარი მოთხოვნით. ხელისუფლებამ მასობრივი გამოსვლების შესაჩერებლად უხეში ძალა გამოიყენა, თუმცა სხვადასხვა სიმძლავრისა და ნაკლები მასშტაბის საპროტესტო აქციები, გასული ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღე იმართება.