უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მილოცვისთვის – პრემიერი

უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მილოცვისთვის, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან ყურადსაღებია განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.