“უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო“- ირაკლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან ილია მეორეს განცხადებისთვის მადლობა გადაუხდა.

მისი თქმით, ძალიან ყურადსაღებია განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით.

თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ