“უწერაში გაზი 2011 წელს უნდა ყოფილიყო, დღემდე არ არის. რაჭაა, მაგრამ ასეთი ნელი განვითარებაც არ შეიძლება” – ალავერდაშვილი

ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, რეგიონებში არაერთი გამოწვევაა, რომელიც სასტუმრო ბიზნესის განვითარებას აფერხებს, მათ შორის კი ერთ-ერთი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობაა. ამის მაგალითად მას რაჭა, კონკრეტულად კი უწერა მოჰყავს, რომლის გაზმომარაგება დღემდე არ ხდება. ამის შესახებ “საქმის კურსთან” რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის სუბსიდირების თემაზე საუბრისას განაცხადა.