„უძრავ ქონებაზე ფასების 10%-მდე ზრდას ველოდებით“ – Galt & Taggart

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს არსებული მოთხოვნის შენარჩუნების პირობებში უძრავ ქონებაზე ფასი 10%-ით გაიზრდება. როგორც საინვესტიციო ბანკის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსმა კახა სამყურაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ფასების მასშტაბური ზრდის ბუმი გადავლილია, თუმცა ამ ეტაპზე არც კლების წინაპირობები არსებობს.
სამყურაშვილი ამბობს, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პირველად ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდი, ბაზარი კი კონკურენტულია.
„გარდა თვითღირებულებისა, ფასებს განაპირობებს მოთხოვნა. თვითღირებულების ნაწილში სიტუაცია დასტაბილურებულია, ფასები ისე აღარ იზრდება. მეორე იყო მუშახელის ხელფასები, რომელიც ჯერ კიდევ მზარდია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასალებს უფრო დიდი ეფექტი აქვთ თვითღირებულებაზე, ვიდრე ხელფასს, ვფიქრობთ, რომ ამის ეფექტი უფრო ლიმიტირებული იქნება. მესამეა მოთხოვნა, რომლის შენარჩუნების პირობებში ჩვენ ველოდებით ფასების ზრდას 10%-ის ფარგლებში”, – განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

ვრცლად bm.ge