„უძრავი ქონების შესყიდვებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, შესაძლოა, დაემატოს ირანიც, თუმცა, იმ ბენეფიტების მიღება, რაც მთავრობამ რუსებს დაუწესა, ირანელებს გაუჭირდებათ“ – ეკონომისტი

„უძრავი ქონების შესყიდვებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, შესაძლოა, დაემატოს ირანიც, თუმცა, იმ ბენეფიტების მიღება, რაც მთავრობამ რუსებს დაუწესა, ირანელებს გაუჭირდებათ“ – ეკონომისტი
„იმ ბენეფიტების მიღება, რაც მთავრობამ რუსებს დაუწესა, ირანელებს გაუჭირდებათ“ – ამის შესახებ რადიგადაცემაში „საქმე“ ეკონომისტმა, ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, გოგა ხიშტოვანმა განაცხადა.
„გრძელვადიანი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში – ეს იქნება ერთგვარი ხეირი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, როგორც მოხდა რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში. ისრაელს კი, რომელიც ისედაც ლიდერი იყო საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, შესაძლოა, დაემატოს ირანიც. თუმცა, ის ბენეფიტები, რაც საქართველოს მთავრობამ რუსებს დაუწესა – მოქალაქეობა, ბინადრობის უფლება და ა.შ. ირანელებს გაუჭირდებათ მისი მიღება. ამიტომ ირანელების საკითხი ცოტა სადავოა“, – განაცხადა ეკონომისტმა.
ამასთან, ხიშტოვანი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას ბიზნეს კლიმატზე პირდაპირი გავლენა ექნება.
„ჩვენ თუნდაც ჰიბრიდული, მაგრამ დემოკრატია გვქონდა და საშუალო, მსხვილ თუ წვრილ ბიზნესს საქმის თავისუფლად კეთების საშუალება ჰქონდა. თუ ავტოკრატიული რეჟიმის კონსოლიდირება მოხდა, ეს აუცილებლად ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნეს კლიმატზე და ნეგატიურ გავლენას მოახდენს მის მომავალზეც“, – აღნიშნა ხიშტოვანმა.
bpn.ge