“უძრავი ქონების გაქირავებით 3.5-ჯერ მეტ სარგებელს იღებთ, ვიდრე ამ თანხის დეპოზიტზე დადებით” – ბესო ორთოიძე

“თქვენ რომ უძრავი ქონება იყიდოთ და გააქირაოთ, 3.5-ჯერ მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე ის თანხა ბანკის დოლარის დეპოზიტზე რომ დაგედოთ”, – ამის შესახებ “არსის” გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ, უძრავი ქონების ბაზრის შეფასებისას ისაუბრა. როგორც მან “ანალიტიკას” ეთერში აღნიშნა, 2022-2023 წლებში უძრავი ქონების გაძვირება რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, თუმცა დამატებითი სტიმულებიც არსებობს, რომლებიც დღემდე მოქმედებს.