უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა ზრდას პროგნოზირებენ

ბოლო თვეებში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, – უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate • ნოუბლ რიალ ისთეით-ის თანადამფუძნებელი, ვაჟა მებაღიშვილი, ამას არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში ხდება.
“ბევრ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა ბინის შეძენა დროებით, სანამ სიტუაცია დარეგულირდება, დალოდება ურჩევნია, რომ შემდეგ შეიძინოს მისთვის სასურველი უძრავი ქონება. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების შენელების ტენდენცია გამოიწვია. რაც შეეხება მოლოდინებს, შეგვიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არსებობს და აქტიური მშენებლობები ამის განმსაზღვრელია. მიწოდების ნაწილში როგორც წესი, უფრო ჭირს ხოლმე იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მოთხოვნა კონკრეტულ ქონებებზე არ ემთხვევა და ამიტომ უძრავი ქონების საბროკერო სექტორს დამკვეთისთვის შესაფერისი უძრავი ქონების მოძებნა უძნელდება. ალბათ ხშირ შემთხვევაში ამიტომაც მიმართავენ უძრავი ქონების საბროკერო კომპანიებს, რომ დაზოგონ დრო და ენერგია და პროფესიონალმა სწორად შეურჩიოს მისთვის სასურველი უძრავი ქონება. ამიტომ ამ მიმართულებითაც მე ვერანაირ საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ. ბაზარი უკვე ნელ ნელა გააქტიურდა, დამკვეთების მხრდან მეტი მოთხოვნა წამოვიდა და ვცდილობთ მიწოდების ნაწილში არ ჩამოვრჩეთ და გავწიოთ ჩვენი მომსახურება,” – ამბობს მებაღიშვილი.
მოთხოვნის კლების მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა არ შერყეულა. ს შემდეგ უძრავი ქონების ბაზარმა გამოცოცხლება დაიწყო. მშენებლებისა და დარგის სპეციალისტების თქმით, სეგმენტში განვითარების ტენდენცია აღარ შეიცვლება.
ქვეყანაში არსებული ვითარება, პირველ რიგში, სწორედ, უძრავი ქონების ბაზარზე ისახება. ამიტომ, სტაბილურიობას დიდი მნიშვნელობა აქვს სფეროს განვითარებისთვის და აქტიური საქმიანობისთვის. არჩევნების შემდეგ ბაზრის ტენდენციას დეველოპერები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ რეალიზაციის ტემპი აქტიურია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით გაიზრდება კიდეც. მათი პროგნოზით, იანვრიდან უძრავი ქონების სფეროში ზრდაა მოსალოდნელია.