,,უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, ისრაელიდან გვყავდა ჯგუფი, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე ბინა შეიძინა”- ვლადიმერ რობაქიძე

,,უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია”,- ამის შესახებ „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ “კომერსანტთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ივნისში მოთხოვნა ტრადიციულად ნელდება, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, სექტორი აგვისტოშიც გააქტიურებას ელოდება, რაც უმთავრესად ისრაელის მოქალაქეების გააქტიურებას მოიაზრებს.
,,ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, ამ თვეში გვყავდა უცხოელი ინვესტორი, რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ბინები შეიძინეს. ზოგადად, ბაზრის მოთხოვნაზე რომ ვისაუბროთ, გააჩნია, რომელ კომპანიას რა ეტაპზე აქვს მშენებლობა. თუ მშენებლობა საწყის ეტაპზეა მოთხოვნა მაღალია, დასრულებულებზე კი შედარებით ნელდება. უპროცენტო შიდა განვადების გამო მოქალაქეები უფრო აქტიურობენ, დასრულების ეტაპზე კი ერთიანად გადახდა უჭირთ.
ივნისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ზოგადად ნელდება, აგვისტოში კი შენელება უფრო მასშტაბური იქნება, მოგეხსენებათ ზაფხულის პერიოდია და ქალაქიდან მოსახლეობა აქტიურად გადის. თუმცა ამ აგვისტოში გააქტიურებას ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონის ქვეყნებში საკმაოდ მწვავე საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას ველოდებით.
მაგალითად ისრაელიდან გვყავდა ჯგუფი, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე ბინა შეიძინა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროსაც პესიმისტური მოლოდინები იყო, მაგრამ სხვა რეალობაში აღმოჩნდით. რუსეთიდან და უკრაინიდან ბევრი შემოვიდა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც ძალიან გაიზარდა. ანალოგიური მოლოდინები გვაქვს ახლაც, რისი ნიშნებიც უკვე შეინიშნება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უამრავი ზარი შემოდის უცხოელი მოქალაქეებისგან”,- აღნიშნა ვლადიმერ რობაქიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…