უძრავი ქონების ბაზარზე არაჯანსაღი დინამიკა ან გადახურების ნიშნები არ არის – ნათია თურნავა

საქართველოში უძრავი ქონების ფასები არაჯანსაღი ტენდენციით არ ხასიათდება – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, უძრავი ქონების ფასები თანხვედრაშია ეკონომიკური ზრდის ტემპთან.
„უძრავი ქონების ბაზარი ჩვენი დაკვირვების მუდმივი საგანია. დღესდღეობით ჩვენ, ვერ ვხედავთ რაიმე არაჯანსაღ ტენდენციებს, ან გადახურების ნიშნებს. თუმცა უძრავი ქონების ბაზარი და იგივე დეველოპმენტი და სამშენებლო სფერო წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორს. დიდი წვლილი შეაქვს უძრავი ქონების ოპერაციებს ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ თუ შევხედავთ ბოლოდროინდელ დინამიკას უძრავი ქონების ფასის თვალსაზრისით, ბინების ფასებს თუ შევხედავთ, ის არის მთლიანობაში ეკონომიკის ნომინალურ ზრდასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დინამიკა ლოგიკურია და საქმე რაიმე არაჯანსაღ ტენდენციასთან არ გვაქვს.
ასევე, ამ დროს ჩვენ ვაკვირდებით მშენებლობის ღირებულებასაც და აქაც, დინამიკაში დიდი აცდენა არ არის. ბინების ფასებსა და მშენებლობის ღირებულებას შორის. თუ შეხედავთ საბანკო სექტორს, ისინი აფინანსებენ საკმაოდ აქტიურად დეველოპმენტის სექტორს თბილისში, ბათუმში და სხვა ურბანულ ცენტრებში. მათი აქტივების ხარისხი პორტფელის ამ ნაწილში უმჯობესდება. უმოქმედო სესხების წილი მცირდება კონკრეტულად ამ სექტორზე თუ ვისაუბრებთ და აქაც, ჩვენ რაიმე არაჯანსაღ ტენდენციას ვერ ვხედავთ. თუმცა ვაგრძელებთ დაკვირვებას”, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, იჯარებთან დაკავშირებით მოხდა ნორმალიზება, იმ პერიოდთან შედარებით, როცა მიგრანტების დიდი შემოდინება იყო. [2022 წელს ში შეჭრის შემდეგ].
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ