უძრავი ქონება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა – საქართველოს ეკონომიკის რომელ დარგებში დაფიქსირდა გასულ წელს ვარდნა

2023 წელს საქართველოს მშპ-ის ზომამ 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7.5% იყო.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში ზრდა ფიქსირდება, თუმცა რამდენიმე სექტორში, მათ შორის უძრავი ქონების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სექტორებში ზრდის ნაცვლად კლება იყო.
2023 წლის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკის სექტორების ზრდის ტემპი ასე ნაწილდება:
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – 27.4%;
· ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 26.4%;
· პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 19.1%;
· განათლება – 18.9%;
· მშენებლობა – 17.2%;
· სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 13.7%;
· საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 13.6%;
· ტრანსპორტი და დასაწყობება – 13.3%;
· სხვა სახის მომსახურება – 11.0%;
· ხელოვნება გართობა და დასვენება – 7.6%;
· საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 7.1%;
· შინამეურნეობების როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის – 5.2%;
· განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 4.6%;
· დამმუშავებელი მრეწველობა – 3.3%;
· უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები- -2.5%;
· სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა- -2.8%;
· ენერგეტიკა- -3.2%;
· სამთომოპოვებითი მრეწველობა- -4.0%;
· წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები- -11.3%;
· ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები- -15.4%.