უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოდან გაძევებულ იქნა – ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, ს, თურქეთის, ირანის, ს, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, ს, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, ს, აზერბაიჯანის, ს, ყაზახეთის – ჯამში 96 მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
ინფორმაციას ავრცელებს.