უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების ლეგალიზებას არ მივესალმები — ღარიბაშვილი რუსულ კანონზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ „ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების ლეგალიზებას ახდენს, მაშინ როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი მოღალატეა.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, უნდა გაგრძელდეს დიალოგი -სთან და ევროპასთან.
„არ შევალ შინაარსში არც ამ კანონის და არც ამ დეტალებზე არ მინდა საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენს შორის“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დღეს რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და ქვეყანას ისეთი გამოწვევები აქვს, როგორიცაა ტერიტორიების ოკუპაცია.
„ხედავთ ში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი. ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი ამძიმებს გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში მე ვარ მომხრე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. ამ კანონს რაც შეეხება, საერთოდ მე ამ კანონის მიმართ… ეს ჩემი პირადი აზრია, არაა პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას როგორ მოქალაქე არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა. მიუღებელია საერთოდ, დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყოო. ეს ხომ კატასტროფაა . ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე. ინტერესი არსებობს ერთი — ესაა ქართული ინტერესი“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ წინაა კანონპროექტის წინაა მესამე მოსმენა და დროა ვეტოს დაძლევამდე.
„ჩვენ გვჭირდება დამშვიდება… როგორ შეიძლება უცხო ქვეყნების ინტერესის გატარების ლეგალიზებაზე ვილაპარაკოთ. უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოს ინტერესის გაფეტიშება. ყველას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ უნდა შევიძინოთ მეგობრები. მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. გავაძლიეროთ ურთიერთობა ამერიკელ მეგობრებთან და ევროპელებთან“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?