უცხოურმა ბანკებმა “გაზპრომბანკის” ბარათებთან მუშაობა შეწყვიტეს

უცხოურმა ბანკებმა შეწყვიტეს რუსული “გაზპრომბანკის” მიერ გამოშვებული ჩინური UnionPay-ის გადახდის სისტემის ბარათების მომსახურება.
როგორც რუსეთის სააგენტო “ტასსი” იუწყება, რომ “გაზპრომბანკის” ბარათებმა მუშაობა შეწყვიტეს თურქეთში, გერმანიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ტაილანდში, უნგრეთსა და ვიეტნამში.
“გაზპრომბანკის” ბარათებიდან ფულის გამოტანის მცდელობისას ბანკომატები გასცემენ გაფრთხილებას ტექნიკური შეცდომის შესახებ ან აცხადებენ, რომ ბარათს არ ემსახურებიან.
უცხოური ბანკების ამ ნაბიჯს წინ უძღოდა -ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქციების დაწესება „გაზპრომბანკისა” და საფინანსო ბანკ „დომ.რფ-სის“ წინააღმდეგ.~
· „გაზპრომბანკი“ და საფინანსო ბანკი „დომ.რფ“, საკრედიტო ინსტიტუტების აქტივების თვალსაზრისით, შედიან ათ საუკეთესო რუსულ საკრედიტო ბანკში.
· „გაზპრომბანკი“ -სა და ევროკავშირის სექტორული შეზღუდვების ქვეშაა. კერძოდ, ბანკი ვერ იღებს გრძელვადიან დაფინანსებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ