არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით საქართველოში განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ ნოემბერში 310 449 000 ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 18%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ნოემბერში სულ 2 402 238 ოპერაცია განხორციელდა, რაც ოქტომბრის მაჩვენებლებს 20%-ით ჩამორჩება.
სტატისტიკის მიხედვით, უცხოური ბანკების საგადახდო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციების დიდი ნაწილი, 218 710 000 ლარი პოს-ტერმინალებით (ინტერნეტის ჩათვლით) გადახდაზე მოდის.
